2015 წლის 19 სექტემბერს ჭალის საჯარო სკოლაში დაიწყო ინტელის ტრენინგი რომელსაც ატარებდა მასწავლებელთა სახლის ტრენერი გიორგი ხომასურიძე.
პირველი დღე გაცნობით დავიწყეთ.ტრენერი საკმაოთ კომუნიკაბელური პიროვნებაა.
ტრენინგის დასაწყისში ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზანი.
აღნიშნა პროექტის, როგორც მნიშვნელოვანი სასწავლო აქტივობის მნიშვნელოვანი როლი სასწავლო პროცესში.
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრო მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო.
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო
გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
- ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
- პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
- პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა
და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
- პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
- პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
- რეფლექსია სწავლაზე
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია
მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარება.
No comments:
Post a Comment